გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა. 

ანი ნასყიდაშვილს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მასაც არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

ნასყიდაშვილი და ჩიქოვანი დამნაშავედ 27 მაისს ცნეს.

8 აპრილს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან.

გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.