რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ცხედრები ძველსა და ახალ რუსთავს შორის არსებულ ხიდთანაა ნაპოვნი.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ცხედრები ძველსა და ახალ რუსთავს შორის არსებულ ხიდთანაა ნაპოვნი.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
1780384786
ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.კინოპრემია „ელისოს“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდებიან.ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან - ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა,გიორგი შველიძე, ლეა გლობი - გამოავლინა 2026 წლის ნომინანტები:საუკეთესო ფილმი:მილი არავინ არ ჩანს ხმელი ფოთოლი თემორე ქართლის ცხოვრებასაუკეთესო რეჟისორი:არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე ქართლის ცხოვრება - თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელიცხრათვიანი კონტრაქტი - ქეთევან ვაშაგაშვილიხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე საუკეთესო ოპერატორი:მილი - შალვა სოყურაშვილიქალაქის ხმაური - შალვა სოყურაშვილიხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძექართლის ცხოვრება - თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი საუკეთესო მონტაჟი:ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძეთემორე - ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზიარავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძეცხრათვიანი კონტრაქტი - ვერონიკა სკოტი, ბერნადეტ ტუზა-რიტერსაუკეთესო კინომუსიკა:არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძეხმელი ფოთოლი - გიორგი კობერიძექართლის ცხოვრება - ნიკა ფასურიმილი - ლაშა ცქვიტინიძესაუკეთესო მსახიობი:თაკი მუმლაძე - არაფერი ბრუნდება, არაფერი მეორდება, ყველაფერი რეალურიანინი იაშვილი - ქალაქის ხმაურიტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი - მილილაშა გომელაური - ქალაქის ხმაურიდაჯილდოების ცერემონიაზე „ნატო ვაჩნაძის ფონდი“, ასევე დაასახელებს 2026 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს.შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით წელს დაემატა საუკეთესო კინომუსიკის (ორიგინალური მუსიკა) ნომინაცია.თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.
1780382100
Kyiv International Advertising Festival, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმა, წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სააგენტოების ასობით ნამუშევარი იყო წარდგენილი.PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიაზე "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. ეს წარმატებული თანამშრომლობა 2025-2026 წწ. მსოფლიოს თითქმის ყველა კრეატიულ ფესტივალზე უამრავი ჯილდოთი, მათ შორის არაერთი გრან-პრით შეფასდა. კამპანია ერთნაირად ღირებული აღმოჩნდა ყველა კრეატიული ფესტივალის ჟიურის ასობით წევრისთვის, რის დასტურიცაა არაერთი გრან-პრი, სპეციალური და უმაღლესი ჯილდო რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე: Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა. ამაღელვებელია KIAF-ის ჯილდოები: გრანპრის გარდა, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კონკურსის საუკეთესო ნამუშევრად შეფასდა 3 კატეგორიაში - Creative Communications / Film - Brave Idea (მამაცი იდეა), Film Craft / Direction (რეჟისურა) და Social Goals Contests / Human Rights, Justice & Strong Institutions (ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები), ასევე დაჯილდოვდა 3 ოქროს - Creative Communications / Culture Influence (კულტურული გავლენა), Film Craft / Script (სცენარი) და Film Craft / Best Overall Production (საუკეთესო წარმოება), 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებით. "განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ KIAF-ზე ჩვენი 2025 წლის ზაფხულის კამპანია „მეშეზლონგემ უკეთ იცის“ ფესტივალის ჟიურის ყურადღება და ბრინჯაოს პრიზი დაიმსახურა, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს პრიზი ჯანდაცვის კატეგორიას განეკუთვნება: Client's View / Healthcare. KIAF-ს წინ უძღოდა Baku Flames - მნიშვნელოვანი რეგიონული კრეატიული ფესტივალი, რომელიც ბაქოში ყოველწლიურად ტარდება. 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა 2025 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილმა კამპანიამ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თავისუფლება, როგორც უმთავრესი ფასეულობა, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებულია და რომ ჩიტებს ფრენა არასდროს ავიწყდებათ", - აცხადებენ PSP-ში.
1780380433
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 366 910 (+1440) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.06.26-მდე: ტანკები – 11 969 (+3), ჯავშანტექნიკა – 24 666 (+7), საარტილერიო სისტემები – 43 112 (+75), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 821 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 400 (+1), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 542 (+14); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 323 762 (+1583), ფრთოსანი რაკეტები – 4 693 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 102 138 (+517), სპეციალური ტექნიკა – 4 241 (+2).
1780351727
მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა, მცხეთიდან დიდ დიღომში ალტერნატიული შემოსასვლელის მოწყობაზე."ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით, უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე, ავჭალა-ზაჰესის გავლით ლილოს მიმართულებით ქალაქში შემოსვლის გარეშე რომ გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა თბილისის მერმა.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ თბილისის მერმა და ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ოპონენტების კითხვებსაც უპასუხეს."ზოგადად, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, დამატებით 200 ერთეულ ავტობუსს ვყიდულობთ იმისათვის, რომ არ დაგვრჩეს ქალაქში უბანი, ქუჩა, სადაც ტრანსპორტი არ გადაადგილდება; რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ქალაქში გადაადგილება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და საავტობუსო ზოლებით იყოს კომფორტული.ასევე, ახსენეთ ტრამვაი - პროექტის სატენდერო პროცედურების პირველი ეტაპი დამთავრებულია. მიმდინარეობს საკმაოდ მოცულობითი სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა, კონკრეტული საკითხების დაზუსტება და ივნისის ბოლოსთვის უკვე შევძლებთ გავაფორმოთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. 36 თვეა სამუშაოების წარმოების ვადა და თბილისს ექნება ტრამვაის სახით პირველი პროექტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და ბოლო, ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის ვიცე-მერის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ახალი ავტობაზის მშენებლობა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და აბსოლუტურად ყველა 18-მეტრიანი ავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე იქნება გაშვებული.
1780351492
ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა, სადაც პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის შესაბამის ბრალდებას უპასუხა."ირაკლი ბენდელიანზე დამისვით კითხვა და ახლა მომწერა მან: 2011 წელს აქვს ნაყიდი 55 კვ მეტრი ფართის ბინა, ისიც ბანკის სესხით, სხვა მისამართზე. ასევე 2016 წელს აქვს შეძენილი ბინა ტაბიძის 49 ნომერში, რომლის ბანკის სესხს დღესაც იხდის.ამიტომ ვამბობ, რომ არ უნდა დაეყრდნოთ ამ ტიპის ინფორმაციებს, რომელიც ძირითადად ტყუილია“, - ამბობს მერი.
1780346454
კახა კალაძის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები არასოდეს გაურბიან არსებულ პრობლემებს და პასუხისმგებლობას."ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც. უდიდესი ტრაგედია იყო პირადად ჩემთვისაც და მე მაშინ მთავრობის სხდომაზე აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გამოვედი და ვთქვი, არ დავმალულვარ. როდესაც დედაქალაქი პრობლემების წინაშეა, არასდროს გავურბივარ პრობლემებს, არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები, გამოვდივართ და ვსაუბრობთ, თუ რა მოცემულობაა და არ გავურბივართ პასუხისმგებლობას.ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია და იყვნენ კონკრეტული ადამიანები, თუ ადამიანი, ვისაც ჰქონდა დანაშაული. მაშინ ვთქვი, რომ ვერავინ გაბედავდა ვინმეზე ხელის დაფარებას, ან ვინმეს დაჩაგვრას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1780345026
მისი თქმით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია."როცა ჯერ კიდევ საფეხბურთო კლუბ „მილანში“ ვთამაშობდი, გამოცხადდა ტენდერი არსენალის მთაზე მდებარე 80 ჰექტარი მიწის გასხვისებაზე. მე და ჩემმა მეგობრებმა მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. გადავიხადეთ 20 მილიონი დოლარი. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ამ ტერიტორიის ნაწილი საპატრიარქოს კუთვნილებაში იყო. შესაბამისად, ტენდერის შედეგები გაუქმდა, ხოლო გადახდილი თანხა არ დაბრუნებულა. 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია. ჩემი მეგობრები კვლავ ამ კომპანიაში არიან და დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან. სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1780344926
როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საუბრისას აღნიშნა, თუკი არსებობს ფაქტი, რომ რომელიმე დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თანამდებობას დატოვებს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის. "რომელი წლიდან არის „არქი“ სამშენებლო ბიზნესში? 2006 წლიდან, მაშინ, როდესაც მე საფეხბურთო კლუბ "მილანში“ ვთამაშობდი. „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ, არის ჩემი შვილის ნათლია, თუმცა ეს რა შუაშია? ან რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი ან ჩემი ბავშვის ნათლია? რამე არასწორად მაქვს გაკეთებული კომპანია „არქისთან“ დამოკიდებულებაში? არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა? გაქვთ რაიმე კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით? თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ და ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით ჩვენ, მუნიციპალიტეტს გვაქვს არასწორი გადაწყვეტილება მიღებული, გპირდებით, რომ თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.ასევე, მან უპასუხა ოპონენტის შეკითხვას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ პროექტთან დეველოპერული კომპანია „არქი“კავშირში არ არის."პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ „არქი“ არანაირ კავშირში არ არის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან. რაც შეეხება თვითონ გასხვისებას, ძალიან მარტივია, როდესაც შენ იღებ გადაწყვეტილებას, აკეთებ შეფასებას, ამას მუნიციპალიტეტი კი არ აკეთებს. სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიურო აფასებს ყველა შენობას და რა თქმა უნდა, იმ ფასით ტარდება აუქციონი. ჯერ წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს ვინმეზე მორგებული. იმდენ სტრუქტურას გადის სატენდერო დოკუმენტაცია, წარმოუდგენელია კომპანიაზე მოარგო დღეს ტენდერი. თუ იმაზე აპელირებ, ცალ-ცალკე რატომ არ გაყიდეთ შენობებიო, ცალ-ცალკე არ გაიყიდა, იმიტომ, რომ ყველა შენობა არ იყო ისეთი მიმზიდველი, ყველას სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გაყიდულიყო იმ თანხად, რომელიც იქნებოდა ერთობლივად შეფასებული, რომ მინუსში არ გასულიყო მუნიციპალიტეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"ჯერ საქართველოს" დამფუძნებლები თანამოაზრეებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ
1779549314
მერაბ მახარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1779700597
თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
1779877332
112-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
1779392103
ნიკა გვარამია - არ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არ ვიცი
1779711544