"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა დააკავეს.

ის სავარაუდოდ, აქციაზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საფუძველზეა დაკავებული.

ლემონჯავა დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სხვა დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა. 

დღეს იგივე მიზეზით 15 ადამიანი დაკავებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული არიან გიორგი ლიფონავა, ანუკა გამსახურდია, დავით მშვენიერაძე, თენგო კირთაძე, ზურაბ ცეცხლაძე, ნინო ლაღიძე, ბაჩო ქიმუცაძე, ლაშა ბრეგვაძე, ნათია ლეთოდიანი, დანი მაღრაძე, აჩი გოჩიტაშვილი, გიორგი მელითაური, ზვიად კვარაცხელია, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია.