თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მისი მეუღლე 5 000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს.

ისინი რუსთაველზე გზის გადაკეტისთვის დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს.

დღესვე პარტია "დროას" წევრ ნათია ლეთოდიანს სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, "წიგნების თაროს" წევრს და მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონს დავით ჭკადუას (გაგრელი) 10-დღიანი, ზურა მენთეშაშვილს კი 5-დღიანი. 

რაც შეეხება თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მომდევნო პროცესი 15 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.