ნადიმ ხმალაძეს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნადიმ ხმალაძე აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა წააქციეს და თავში ფეხები ურტყეს.

ხმალაძის თქმით, თავდამსხმელებმა მისი სახლის გასაღები წაიღეს.

ნადიმ ხმალაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.