პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გიორგი გახარიას ბათუმში, "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა.

გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა.