შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის  მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც გასაყიდი პროდუქციის  მოპარვასა  და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს  - პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.