ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოპლატფორმები და ყულევში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა მოხვდა. 

პაკეტი მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ყველაზე დიდ გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

როგორც პრესრელიზში აღნიშნულია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური ინდივიდუალური სანქციების პაკეტი – სულ 218 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის 48 ფიზიკური პირისა და 170 იურიდიული პირის.

ევროკავშირის განცხადებით, ახალი პაკეტის მიზანია რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო მანქანის შემდგომი დასუსტება. გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის მიერ ბოლოს განხორციელებული სასტიკი სამხედრო დარტყმების შემდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად შეეხო სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის ობიექტებს, კულტურულ და რელიგიურ ადგილებს, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის მიმართ ზეწოლის შენარჩუნებას და გაზრდას, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

აქტივების გაყინვა და ფინანსური რესურსების მიწოდების აკრძალვა შეეხება 94 ბანკსა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტს, ასევე რუსეთის საბანკო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფიგურას; ასევე გაფართოვდა ტრანზაქციების აკრძალვა დამატებით 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ ორგანიზაციისთვის.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ერთ ყირგიზულ ბანკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემასთან, ასევე სამ სხვა უცხოურ ბანკს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ. ევროკავშირი ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას 14 კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში არიან დაფუძნებული. ამასთან, ევროკავშირს შემოაქვს შესაძლებლობა, სრულად აკრძალოს მესამე ქვეყნების კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისები, თუ ისინი რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.

ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირმა დროებით შეაჩერა ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ავტომატური კორექტირების მექანიზმი 2027 წლის 15 ივლისამდე, რათა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შეზღუდული დარჩეს. ევროკავშირი ასევე აგრძელებს ბრძოლას რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და სანქციების სიაში ამატებს კიდევ 41 გემს (მანამდე სანქცირებული იყო 632). ეს ზომები ეხება გემებს, რომლებიც მონაწილეობენ ნავთობის ფასის შეზღუდვის მექანიზმის გვერდის ავლაში, ეხმარებიან რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ან გადააქვთ სამხედრო ტექნიკა და უკრაინიდან მოპარული მარცვლეული.

სანქციების ფარგლებში ფარგლებში ევროკავშირმა დააწესა ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოში, ყულევში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ საწარმოზე, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს. აკრძალვა ძალაში ექვსი თვის შემდეგ შევა. ასევე სანქციების სიაში დაემატა ნავთობით მოვაჭრე ხუთი კომპანია, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის აკრძალვის გვერდის ავლას.