შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულისგან,  ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი“ ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.