ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ნატყვიარებიც აღენიშნება.

მოკლულის ავტომობილი სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.