6 და 7  ივნისს, 20:00  საათზე  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია საღონისძიებო სივრცეში ტონინო გუერას სახელობის კონცერტი - "ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი ''მწვანე საღამოები/Serate Verdi'' გაიმართება. 

წარმოგიდგენთ უნიკალურ მუსიკალურ საღამოს იტალიელი მუსიკოსების - სიმონე ძანკინის, სარა კალვანელის და ქართველი არტისტების მონაწილეობით.

იტალიელი პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, სცენარისტი ტონინო გუერა დაიბადა 1920 წლის 16 მარტს, იტალიის პატარა ქალაქ სანქტ-არქანჯელოში.

მან დაწერა სცენარი 100-ზე მეტი ფილმისთვის, რომელთაგან ბევრი კლასიკად იქცა.

ტონინო გუერას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ ხელოვანებთან და გამორჩეულად უყვარდა საქართველო.

6 და 7 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით იმართება.