ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

მას "გზის უკანონო გადაკეტვას" ედავებოდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე პოლიციამ 22 ოქტომბერს იმ დროს დააკავა, როცა ის დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა.