მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 

ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა.