4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესის თარიღი, სადაც საპროცესო გარიგება დამტკიცდება, ცნობილია.

სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული, სავარაუდოდ, 5 ნოემბერს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

მურთაზ ზოდელავასთან ერთად საპროცესო შეთანხმება, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა აქვთ მისჯილი, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას კი 5-5 წლით