"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 30 ივნისს გაიმართება. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე გამოიტანს მოსამართლე განაჩენს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის ორი მოწმე გამოიკითხა და ამით მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დასრულდა.

სხდომას არ დასწრებია თავად ბრალდებული ნიკა გვარამია.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული ჰქონდა 30 000 ლარიანი გირაო, რაც კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა და გირაო პატიმრობით შეეცვალა.