სავარაუდოდ, დღეს განვსაზღვრავთ მოცულობას - სხდომების ოდენობას, თუ რამდენი დაგვჭირდება და იმის მიხედვით უფრო გახდება ნათელი, როდის დასრულდება პროცესი, - ამის შესახებ ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქმის მასალებში სხვადასხვა ოქმებია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის.

"47 ტომი აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი, არის უამრავი ოქმი, მათ შორის წარმოდგენილია აქციის სხვა მონაწილეების მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმის მასალები, ჩხრეკის ოქმები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის ოქმებია საქმის მასალებში წარმოდგენილი.

სავარაუდოდ, დღეს განვსაზღვრავთ მოცულობას - სხდომების ოდენობას, თუ რამდენი დაგვჭირდება და იმის მიხედვით უფრო გახდება ნათელი, როდის დასრულდება, ჩემი ვარაუდით, აგვისტოს შუა რიცხვებს არ გადაცილდება", - განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.