საბურთალოზე წუხელ დაჭრილი 25 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ 10-მდე ადამიანს შორის დაპირისპირება უძღოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.