შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე  ირანის  ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული  თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად  დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე  გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის „სარფის" გვერდის ავლით, უკანონოდ და მალულად ცდილობდა. 

პოლიციამ ორივე  მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 344-ე პრიმა, 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.