შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ირანის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.