პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 28 ივლისის ბრძანებით, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა, რომელიც დროებით მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

"მიხეილ კიკნაძე პროფესიით ეკონომისტია და მას საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2025 წლიდან მიხეილ კიკნაძე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს. კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე მიხეილ კიკნაძეს სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა 28 ივლისს დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.