ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ძარცვა უძღოდა.

60 წელს გადაცილებულ ქალს სასიკვდილო დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.