პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

პოლიციამ მოულოდნელად მომიტინგეების დაშლა დაიწყო, რასაც სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის მისამართით ისროდნენ ბოთლებს.

სპეცრაზმი იყენებს მხუთავ აირს და წიწაკის სპრეის. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს.

პოლიცია აკავებს აქციის მონაწილეებს. არიან დაშავებულები.