სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია გულბაათ რცხილაძე.

გულბაათ რცხილაძე ორგანიზაცია "ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელია.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რცხილაძის სახელზე დარეგისტრირებულია რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის, „კავკასიური თანამშრომლობა“, „საქართველოს უკვდავი ჯარი“, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“.

სუსში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას.

სუსის ცნობით, დაკავებულს შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.