თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ავრცელებს.

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თამაზ ელიზბარაშვილი, დაუშვებლად იქნა ცნობილი საჩივარი“, - წერს ია სირანაშვილი.

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. მას მუქარა ედება ბრალად.