შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების  და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: "მეთადონი“, "მეფედრონი“, "მდმა", "კლეფედრონი” და "კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.