“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დაჯარიმდა.

მას ასევე ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება 3 წლით.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ფრაზის - “წულუკიანს ენას ამოვაგლეჯ” გამო, თეა წულუკიანისა და ნინო წილოსანის საჩივრის საფუძველზე დააჯარიმეს.