ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში მივიდა. ის ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხება. 

როგორც გომელაურმა პროკურატურაში შესვლამდე აღნიშნა, ის ჩორჩანაში საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი იყო.

ვახტანგ გომელაური იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.