ზუბალაშვილების ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს.

28 წლის მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.