ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.