კახაბერ ზურაბაშვილის მშობლიურ ქალაქში გლოვაა - დაღუპული პილოტი გორიდან იყო.  ექსპერტიზის შემდეგ, მის ცხედარს სავარაუდოდ, სწორედ გორში გადაასვენებენ.

ზურაბაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო. მან საავიაციო სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. იყო ომის 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი.

"2000 წლიდან სამხედრო პირი იყო. ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. შაბათ-კვირას ყოველთვის აქ იყო. დედა ჰყავს ჩავარდნილი ავადმყოფი და თვითონ უვლიდა. ძმაც დაღუპული ჰყავს, მამაც და ჩამოდიოდა ხოლმე შაბათ-კვირას, დედას უვლიდა. მარნეულში ცხოვრობდა, იქ მუშაობდა", - აცხადებს "მთავართან" ტრაგიკულად დაღუპული პილოტის მეზობელი და ახლობელი. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმური სამხედრო სწავლების დროს, მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.