3 ნოემბრის #საკვირველიდღეები:
7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾
100 წთ (საქართველოში) - 4₾
60 000 მბ - 23₾
9 000 მბ - 10₾
ვადა - 30 დღე
ჩართვა - *288#
ან აპლიკაციით MyMagti
www.magticom.ge/sakvirveli329
3 ნოემბრის #საკვირველიდღეები:
7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾
100 წთ (საქართველოში) - 4₾
60 000 მბ - 23₾
9 000 მბ - 10₾
ვადა - 30 დღე
ჩართვა - *288#
ან აპლიკაციით MyMagti
www.magticom.ge/sakvirveli329
1793688557
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1793686920
"სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1793686453
შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ფილიპინების, თურქმენეთის, ინდოეთის, რუსეთის, კენიის, აზერბაიჯანის, კუბის, უზბეკეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ-დივუარის, ნეპალის, პაკისტანის, ჩინეთის, ალჟირის, ბელარუსის, ნიგერიის, სომხეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 101 მოქალაქე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი.
1793686031
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 594 830 (+2 060) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.11.26-მდე: ტანკები – 12 452 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 633 (+4), საარტილერიო სისტემები – 51 840 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 252 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 731 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 067 (+4); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 593 954 (+1 413), ფრთოსანი რაკეტები – 5 140 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 169 473 (+363), სპეციალური ტექნიკა – 4 867 (+4).
1793649251
"დაზვერვის მონაცემებიდან ვიცით, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებს. უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ხვალ, 3 ნოემბერს, მსოფლიო ყურადღება ამერიკის არჩევნებზე იქნება მიპყრობილი."ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ჩვენი სირთულეები საჰაერო თავდაცვის რაკეტებთან დაკავშირებით, მსოფლიოს ყურადღების მიღმა დარჩება", - განაცხადა ზელენსკიმ.მისი აზრით, საჭიროა რუსეთის მიმართულებით ისეთი სიგნალებია საჭირო, რათა მათ იქ იგრძნონ, რომ უკრაინის ტერორს მათთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აგრესორი ქვეყნის ნავთობი დაიწვება, რადგან უკრაინა რუსულ თავდასხმებზე საპასუხოდ სამართლიან დარტყმებს ახორციელებს."რუსეთზე ისეთი ზეწოლაა საჭირო, რომ მათ ამ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდეთ. აშშ-ს და მსოფლიოს ამის გაკეთება შეუძლიათ, რუსული მკვლელობები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1793648443
როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, სწორედ იმის გამო ჰქონდა დაპირისპირება და წამოვიდა “ოცნებიდან“, რაზედაც დღეს პატიმრობაში მყოფი პრემიერი საკუთარ წერილებში წერს."ირაკლი ღარიბაშვილი საქმე მთლიანად, სწორედ იმას ადასტურებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ - უმძიმეს სისტემურ კრიზისზე, რომელიც აქვს მართლმსაჯულების სისტემას. ჩემთვის ეს არ არის ახალი და ამიტომაც მჯერა, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თავის წერილებში, რა ფაქტებზეც საუბრობს, სიმართლეა. მას რომც არ ვიცნობდე პიროვნულად, თვითონ სისტემა როგორიც არის და მე როგორიც დანახული მაქვს, ახლოდან ვიცი და რომლის გამოც იყო ის დაპირისპირებები და რის გამოც მე წამოვედი “ოცნებიდან“, ეს არის ზუსტად, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება დღეს. გული მწყდება, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლო გადაგვერჩინა ამ რეალობისგან ქვეყანა, როდესაც მართლა წყდებოდა ბედი, მართლმსაჯულების სისტემა დარჩებოდა იმ წარსულ უკუნეთში, თუ რეფორმას მივიყვანდით ბოლომდე, სამწუხაროდ, მაშინ დავრჩი უმცირესობაში. მაგრამ კარგია, რომ დღეს ლაპარაკობს თავად, თვითონ მივიდა პროცესზე, კარგია, რომ ამ თემებს ასაჯაროებს", - აცხადებს ბესელია.
1793648054
14:00 საათზე - საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები დაესწრებიან.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ანუკა გაბელია - 551 633 644. 14:00 საათზე - პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა-კონფერენციას გამართავენ.მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №37მ, „აქსის ბიზნეს ცენტრი“, V სართული
1793647901
კუროფინანსური საკითხები დღის მთავარი თემა გახდება. კარგი დროა ბიუჯეტის გადასახედად და სამომავლო გეგმების დასაწყობად. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. სიყვარულში გულწრფელობა წარმატების საწინდარი იქნება.კირჩხიბიემოციურად მგრძნობიარე დღე გელით. ეცადეთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სიმშვიდესა და მოტივაციას მოგიტანთ.ლომითქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა შედეგს გამოიღებს. პროფესიულ სფეროში შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. კარგი დღეა საკუთარი იდეების წარსადგენად.ქალწულიდეტალებზე ყურადღების გამახვილება შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა არ არის გამორიცხული.სასწორიურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობა მოგეცემათ. კარგი დროა ძველი გაუგებრობების მოსაგვარებლად. საქმიან სფეროში შესაძლოა, საინტერესო თანამშრომლობა დაიწყოს.მორიელითქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სიყვარულში მოსალოდნელია ემოციური სიახლოვე და გულწრფელი საუბარი.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობების დღეა. წარმატება შეიძლება გელოდეთ სწავლის, მოგზაურობის ან პროფესიული განვითარების მიმართულებით. მოულოდნელი შეთავაზება ყურადღებით განიხილეთ.თხის რქაშრომისმოყვარეობა და დისციპლინა სასურველ შედეგთან დაგაახლოებთ. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიშემოქმედებითი იდეები და არასტანდარტული გადაწყვეტილებები წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, ახალი პროექტის დაწყების შესაძლებლობა გაჩნდეს. მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს.თევზებიმშვიდი, თუმცა ემოციურად მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა, წარსულში დაწყებული საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი ან მოულოდნელი შეტყობინებაა მოსალოდნელი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
1792583651
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა, დაეკისრა 1 000 000-ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი
1792756620
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
დედაქალაქში „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება
1792569403
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულშია
1793043600