აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტთან რჩება, მათი ნაწილი კი ჭიჭინაძის ქუჩაზე ბარიკადებს აწყობს.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა.

სპეცრაზმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

პოლიციამ აქციაზე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, საპროტესტო აქციაზე დააკავეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც პოლიციამ სასტიკად სცემა.

ლევან ხაბეიშვილი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, ოპოზიციონერ დეპუტატს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება და ჰოსპიტალიზაციის მკაცრი რეკომენდაციაა.

ხაბეიშვილის მოსანახულებლად კლინიკაში სახალხო დამცველი მივიდა.