არანაირ კავშირში ჩემი შვილის საქმიანობასთან ეს უნივერსიტეტი არ ყოფილა და არ არის. ყველაფერზე არსებობს საბუთები, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნებისგან" მოსალოდნელია, რომ უნივერსიტეტს პრობლემები შეუქმნან. 

"არანაირ კავშირში ჩემი შვილის საქმიანობასთან ეს უნივერსიტეტი არ ყოფილა და არ არის. ყველაფერზე არსებობს საბუთები, უნივერსიტეტს თავისი ბუღალტერი აქვს, თავისი დოკუმენტაცია. კანონითაც, მე მგონი, ეს შეუძლებელია.

თავიდან ბოლომდე ყველაფერი არის აბსურდი და უნივერსიტეტი არანაირ კავშირში არაა. ამ კანონის მიხედვით, რომელიც დღეს არსებობს, ეგ გამორიცხულია, მაგრამ ისე ყველაფერი შესაძლებელია, შეუძლიათ დაიჭირონ იარაღი და მე მომკლან მაგალითად ქუჩაში", - განაცხადა გიული ალასანიამ.