“ფული პრინციპებზე და სუვერენიტეტზე მეტად ფასობს” - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას.

"ვიღაცები ძალიან დაინტერესებულები არიან, არ დაკარგონ ყულევისგან მოპოვებული დიდი თანხები. ამიტომ მზად არიან ქედი დაუხარონ "დიპ სტეიტის" "უსამართლო მოთხოვნებს” და ყველა პირობა დაუდონ ევროკავშირის ესოდენ ნალანძღ ხელმძღვანელებს.

ამას ჰქვია: “ფული პრინციპებზე და სუვერენიტეტზე მეტად ფასობს”!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.