მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია "პირველის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას, რომელიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას, - ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს და მის კოლეგებს.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია "პირველის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას, რომელიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას. მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია "პირველის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას, რომელიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას.

ტელეკომპანია “პირველის” სარედაქციო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით “გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა ტვ პირველის სატელევიზიო კამერა".

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 145 ინციდენტი დაფიქსირდა. 

ათობით ჟურნალისტი არაერთხელ გახდა სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე. დღემდე არც ერთი დამნაშავე არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული. არსებული გარემო სრულიად ნათლად აჩვენებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში სუფევს. ეს არის იმ პოლიტიკური რეჟიმის პირდაპირი შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმართავს, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები სრულად იგნორირებულია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს და ყველა მის კოლეგას, რომლებსაც მსგავს რთულ ვითარებაში უწევს პროფესიული მოვალეობის შესრულება", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ტვ პირველის"  ცნობით, მათი ტელევიზიის ჟურნალისტს გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.