კომუნიკაციების კომისიამ „რადიო ჯორჯიან თაიმსს“, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ და „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით გაუგრძელა. სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა ლიცენზიის ვადის გაგრძელების თხოვნით, რის საფუძველზეც ComCom-მა "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნულ რადიოებს ლიცენზიის მოქმედების ვადა 2036 წლამდე გაუგრძელა.

სალიცენზიო გადასახადმა „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ 10692 ლარი, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ 2835 ლარი, ხოლო „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ 6885 ლარი შეადგინა.

ლიცენზიის ვადა „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ და „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ 2026 წლის 25 თებერვალს, ხოლო „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ 2026 წლის 4 მარტს ეწურებოდათ.