გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის, არა მხოლოდ ახლა!, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების დანგრევას, არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე მოაგვარეს.

"უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე მოაგვარეს.  

გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!

P.S. საბჭოები ახლა იკრიბებიან“, - წერს ნინო დობორჯგინიძე