აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, რომელმაც გუშინ საპატიმრო 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა, აცხადებს, რომ დღესაც თანამებრძოლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იდგება.

"რომ არა ჩემი თანამებრძოლების ასეთი ბრძოლა ჩემთან მიმართებაში, რომ არა ამდენი აქტივობა, რომ არა ამდენი ხმაური, დამერწმუნეთ, მეც იმ ადამიანებთან ერთად გამიშვებდნენ პატიმრობაში, როგორც დანარჩენ ოთხის შემთხვევაში იყო. ამიტომ წინააღმდეგობას აუცილებლად ძალიან დიდი აზრი აქვს. ყველაზე ასე უნდა ვიხმაუროთ, შევაწუხოთ ყველა სტრუქტურა, რომელიც უსამართლოდ ექცევა რეჟიმის ტყვეებს და აწ უკვე აზრის გამოხატვისთვის რუსთაველზე მდგომ ადამიანებს. აბსურდია, როდესაც აზრის გამოხატვის გამო, უბრალოდ აქციაზე დგომის გამო გაკავებენ.

დღეს საღამოს მეც ჩემს თანამებრძოლებს შევუერთდები აუცილებლად და ყველანაირ ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ ჩვენი აზრი და თავისუფლება დავიცვათ", - აცხადებს მეყანწიშვილი "ტვ პირველთან". 

მარიამ მეყანწიშვილი 17 ოქტომბერს დააკავეს, მას პროკურატურა 4 ოქტომბერს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება. მოსამართლემ მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. თანხა აქტივისტს მოქალაქეებმა შეუგროვეს.