დიდუბეში, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაციას და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებს  "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.