გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხვალ, 28 ოქტომბერს, მისი მოსმენა მოუწევთ. 

"როგორც რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს, გიორგი მალანიას ადვოკატმა ჩემი ჩვენება(ც) უდავოდ ცნო!

რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელ (28 სექტემბრის) სასამართლო პროცესზე, არც ერთ ჩემს სიტყვას იურიდიული ძალა არ ექნება!

ეშინიათ ჩემი სიტყვის იურიდიული ძალის!

ამას ველოდი კიდეც!

თუმცა პოზიციის დაფიქსირებისას მაინც მოუწევთ ჩემი მოსმენა!" - წერს ეკა კუპატაძე.