თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია "ნოვას" საწარმოში აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საწარმოს ეზოში, სავარაუდოდ, CO-ს რეზერვუარი აფეთქდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების თქმით, გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.