საქმე შეკერილია უფრო მაღალ დონეზე, სამოქალაქო საქმე გადატანილია სისხლის სამართალში, მაგრამ ამას აქვს პოლიტიკური იერი, მათ ეშინიათ გიორგისი, -  ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა განაცხადა.

"საქმე შეკერილია უფრო მაღალ დონეზე, სამოქალაქო საქმე გადატანილია სისხლის სამართალში, მაგრამ ამას აქვს პოლიტიკური იერი, მათ ეშინიათ გიორგისი. გიორგიმ დიდი ხანია, დაიწყო ამ მთავრობის მხილება და ის ინფორმირებულია ძალიან ბევრ საკითხებზე, რისაც ამ მთავრობის ეშინია. 

ის მხნედაა, იბრძვის. ისტორიას გამბედავი ადამიანები ცვლიან", - განაცხადა ეკა წერეთელმა.

დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის შემდეგი სასამართლო პროცესი 7 მაისს გაიმართება, სადაც დასკვნით სიტყვას ადვოკატები და ბრალდებული წარმოთქვამს.