ჟურნალისტ ნათია გოგსაძის ადმინისტრაციული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 მაისს განახლდება.
გოგსაძეს 2 თებერვალს, გზის გადაკეტვას ედავებიან.
საქმეს სანქცირებული მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი განიხილავს.
ფოტო: "მთავარი არხი"
ჟურნალისტ ნათია გოგსაძის ადმინისტრაციული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 მაისს განახლდება.
გოგსაძეს 2 თებერვალს, გზის გადაკეტვას ედავებიან.
საქმეს სანქცირებული მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი განიხილავს.
ფოტო: "მთავარი არხი"
1746269425
Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა. Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებს და ორ Boeing 757-300 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნესკლასის 22 და ეკონომკლასის 203 ადგილით.ტავ ჯორჯიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი 2.
1746268581
"2 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალურმა რაზმმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, შავ ზღვაში რუსული სუ-30 გაანადგურა - ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავი საზღვაო დრონით განადგურდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.ისტორიული დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-13 ჯგუფის სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცებმა განახორციელეს.რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი სუ-30, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია, ჰაერში აალდა და საბოლოოდ ზღვაში ჩავარდა.მოწინააღმდეგის საბრძოლო თვითმფრინავზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა ნოვოროსიისკის ქალაქ პორტთან ახლოს მდებარე წყლებში, სადაც რუსები შავი ზღვის ფლოტის ნარჩენებს მალავენ.
1746267333
"უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. ჩვენ მას მივყვებით. ამ თარიღიდან ან სხვა დღიდან - სასურველია უფრო ადრე. დიახ, მოდით ვცადოთ 30 დღის განმავლობაში. რატომ 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტა? იმიტომ, რომ შეუძლებელია რაიმეზე შეთანხმება სამ, ხუთ, შვიდ დღეში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკიმ პუტინის მიერ 7-დან 10 მაისამდე სამი დღით გამოცხადებულ "ცეცხლის შეწყვეტას" "თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, რომ ორ ან სამ დღეში ომის დასრულების შემდგომი ნაბიჯების რაიმე გეგმის შემუშავება შეუძლებელია."თამაში იმისთვის, რომ პუტინის იზოლაციიდან გამოსვლას 9 მაისს რბილი ატმოსფერო შევუქმნათ და ყველა კომფორტულად, უსაფრთხოდ იყოს - ის ლიდერები, მეგობრები ან პუტინის პარტნიორები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მოვლენ - პუტინს არავინ დაეხმარება. ჩვენ უბრალოდ ან ომში ვართ, ან პუტინი აჩვენებს, რომ მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის დასრულების პირველი ნაწილისთვის.ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ პირველიდან, სამიდან, ხუთიდან, თუ მას სჭირდება შვიდიდან - სულერთია. შვიდიდან - 30 დღე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.მისივე თქმით, სრული სიჩუმის მიღწევა მაღალი ხარისხის მონიტორინგის გარეშე შეუძლებელია.პუტინმა 7-დან 10 მაისამდე რუსეთში "გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად ე.წ. "ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა.9 მაისს მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი აღლუმი გაიმართება. პუტინმა აღლუმზე ევროპელი ლიდერები მიიწვია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადეს, რომ 9 მაისს მოსკოვში გაემგზავრებიან. გარდა ამისა, აღლუმში სერბი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.უკრაინაში პუტინის „ცეცხლის შეწყვეტის“ არ სჯერათ, რადგან ე.წ. სააღდგომო "დუმილის რეჟიმის“ დროს რუსეთმა ფრონტზე სროლა და თავდასხმები სრულად არ შეწყვიტა.
1746264763
"სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია…ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრების წინ, სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4.20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია - ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია.ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე-ბარები გვიანობამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მოვლენების დროს არცერთი პოლიციელი!!! … დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ!მშვიდობით სავსე ქალაქი უსაფრთხო ქვეყანა!პს. სურათზე შემოხაზულია ნასროლი ტყვიების ადგილი", - წერს ზურაბიშვილი.
1746263536
ანალიტიკოსების შეფასებით, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთს დაახლოებით 950 000 დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავს. ამავდროულად, 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთმა, დაახლოებით 160 000 ჯარისკაცი დაკარგა."თუ დანაკარგების ეს ტემპი 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ეს წელი დანაკარგების თვალსაზრისით ომის ყველაზე ძვირად ღირებული წელი იქნება და გააგრძელებს წლიდან წლამდე დანაკარგების ზრდის ტენდენციას“, - აღნიშნულია ანგარიშში.უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსების საშუალო დღიური დანაკარგები 2025 წლის აპრილში 1200-ზე ოდნავ მეტი ადამიანი იყო, ხოლო თვის განმავლობაში - 36 ათასი ადამიანი.მარტში რუსეთის ფედერაციის საშუალო დღიური დანაკარგები დაახლოებით 1300 ადამიანი იყო. რუსეთის ყველაზე მძიმე დანაკარგები 2024 წლის ბოლოს დაფიქსირდა (თითქმის 1600 ადამიანი დღეში), როდესაც რუსეთმა ახალი ტერიტორიების მიტაცება სცადა.„2025 წელს რუსეთმა ვერ შეძლო მუდმივი მძიმე დანაკარგების უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებებად გადაქცევა“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.
1746259998
მშობლების ინფორმაციით, დღეს მოსამართლეთა კონფერენცია იმართება. ისინი ე.წ. სირცხვილის კორიდორში ატარებენ სკოლის ტერიტორიაზე შემსვლელ ავტომობილებს.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია."კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან იმყოფება, აცხადებს, რომ მოსამართლეებს უნდა ეშინოდეთ, რადგან ისინი "რუსულ რეჟიმს ემსახურებიან და უსამართლობას ჩადიან"."სწორია, რომ ეშინიათ მათ უნდა ეშინოდეთ. უნდა ეშინოდეთ ყველი წუთის, ყოველი დღის, იმიტომ რომ ისინი არიან გარდა რუსული რეჟიმს მსახურები, პერსონალურად არიან ბოროტმოქმედები და ჩადიან უსამართლობას. შესაბამისად, მათ მოუწევთ სულ გაგონება იმ სიმართლის ხმის, იმ პირების ხმის, რომელიც ამ ოჯახებს და მათ შვილებს აქვთ", - განაცხადა ხოშტარიამ.
1746257175
შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ვ.პ., 1974 წელს დაბადებული გ.კ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ს.ვ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1998 წელს დაბადებული ჯ.თ., 1997 წელს დაბადებული თ.წ., 1977 წელს დაბადებული ვ.ბ., 1989 წელს დაბადებული ს.ჯ., 1973 წელს დაბადებული, ჯ.წ., 1985 წელს დაბადებული ნ.ბ., 1976 წელს დაბადებული მ.ც., 1983 წელს დაბადებულ ა.ბ. და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.ც. დანაშაულები თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პისტოლეტები, რევოლვერები, ავტომატი, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და მაყუჩი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
1746256952
დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ", „კლეფედრონი“ და „მეთადონი“.პოლიციამ, ასევე, ამოიღო ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
"ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა"
1745583391
"ჯერ არ შემოსულა და თითებს იქნევს, ცდილობს, რომ მონობას შეგვაჩვიოს, ხელისუფლებას ვეკითხები - რას აპირებთ"
1745400124
შს მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა
1745516736
გია ხუხაშვილი - მივდივართ იმ ფაზაზე, როცა ივანიშვილს მოუწევს ავტორიტარიზმის გამყარება, ეს ურთულესი პროცესია
1745607688
"ნებისმიერი ამგვარი ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოიყენონ მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით"
1745490917