ავჭალაში, ილორის ქუჩაზე, N23 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, დაახლოებით 1 700 კვ.მ ფართობზე, სკვერი ეწყობა. ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი ზონების და ფიტნესსივრცის მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგება საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს და მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 474 000 ლარი დაიხარჯება.

რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.