GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღრიცხვა იმ ზარალის და იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ.

ვასაძის თქმით, კომპანია ზიანს მთლიანად აანაზღაურებს.

"GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები, ავტომობილები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა აღმოიფხვრას პრობლემა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღრიცხვა იმ ზარალის და იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ. მთლიანად ამ ზიანს ანაზღაურებს კომპანია.

ამავდროულად, მუნიციპალური ლაბორატორია აწარმოებს კვლევას მდგრადობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უკვე დასკვნის შემდეგ იქნება შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე, დაზიანებულია 24 მანქანამდე და დაზარალდა 8 ოჯახამდე”, - განაცხადა გიზო ვასაძემ.