რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, ვინაიდან, ეს არის პირველი ნაბიჯი წამლების მიმართულებით, მაგრამ ის მედიკამენტი, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, ამაზე არ არის შეთანხმება მიღწეული, - ამის შესახებ დიუშენის დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო გამარჯვება მაშინ იქნება, თუ ყველა ბავშვი მიიღებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს.

"რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, ვინაიდან, ეს არის პირველი ნაბიჯი წამლების მიმართულებით. ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ძალიან შეუწყობს  ხელს ბავშვების, პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ ის მედიკამენტი, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, ამაზე არ არის შეთანხმება მიღწეული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში, თუ შესაძლოა, კვირებში ეს შეთანხმება შედგება მეორე მედიკამენტზეც და წამალს მიიღებს ყველა ბავშვი, აი, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს