სვეტიცხოველში აღსაყდრდა მაგრამ ძირითადად, სულ აქ მსახურობდა, ჩვენი ერის სულიერი აღორძინებაც პირდაპირ უკავშირდება სიონს, ჩვენი ძველი წმინდა პატრიარქებიც აქ განისვენებენ და ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, - ამის შესახებ მამა დავით ტატანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საფლავის ადგილის შერჩევა განისაზღვრა იმგვარად, რომ განისაზღვრა ლიტურგიკული პრინციპები, ასევე ზოგადი ტრადიცია ეკლესიისა.

"საფლავის ადგილის შერჩევა განისაზღვრა იმგვარად, რომ განისაზღვრა ლიტურგიკული პრინციპები, ასევე  ზოგადი ტრადიცია ეკლესიისა. ბევრი წმინდანი გვყავს ასე დაკრძალული ჩრდილოეთ ან სამხრეთ მხარეს კიდეზე ამბიონთან, ჩვენ წმინდა ნინო, იოანე ზედაზნელი გვყავს ასე დაკრძალული და ეს პრაქტიკაც არსებობს. ამიტომ, კომისიამ იმსჯელა ამაზე, ასევე არქიტექტორებთანაც გავიარეთ ამაზე საკითხი და ერთსულოვნად, ერთხმად შეჯერდა ეს ადგილი, რომელიც, მე ვფიქრობ, ყველაზე პატივმისაგები ადგილი იქნება.

დედა ეკლესიას ვუწოდებთ ჩვენ სიონის საკათედრო ტაძარს, სანამ სამების საკათედრო ტაძარი აღესრულებოდა, უწმინდესი და უნეტარესი თვითონაც აქ მსახურობდა. სვეტიცხოველში აღსაყდრდა მაგრამ ძირითადად, სულ აქ მსახურობდა, ჩვენი ერის სულიერი აღორძინებაც პირდაპირ უკავშირდება სიონს, ჩვენი ძველი წმინდა პატრიარქებიც აქ განისვენებენ და ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს", - განაცხადა მამა დავითმა "რუსთავი 2"-თან. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.