საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან  საქართველოში ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა, - ინფორმაციას  Catholic.ge ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი მონსენიორ ლადრაპა იარომირი; სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია; კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.