სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა, 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული წერს.

"უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!

"ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული.. საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის." 
/ ეს. 42,22/" - წერს მეუფე ზენონი.