ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" თემურ უგულავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"თემურ უგულავა იყო გამორჩეული მეწარმე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. მისი პროფესიონალიზმი, ხედვა და სტუმართმოყვარეობის კულტურისადმი ერთგულება მრავალი წარმატებული პროექტის საფუძველი გახდა.

ფონდსა და სასტუმრო "რუმსს“ შორის არაერთი ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა. სასტუმრო განსაკუთრებული სითბოთი და მაღალი პროფესიონალიზმით მასპინძლობდა ფონდის უცხოელ სტუმრებს, რომელთა შორის იყო მსოფლიო კინოს ლეგენდა სოფია ლორენი. ისინი ყოველთვის განსაკუთრებული აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ სასტუმროს გამორჩეულ გარემოს.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის სულს. ვიზიარებთ მისი ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას ამ მძიმე წუთებში", - აღნიშნულია ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" სამძიმრის წერილში.

ბიზნესმენი თემურ უგულავა 22 ივნისს გარდაიცვალა.